ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა თვალში გაზის კაფსულა მოარტყა, კომაშია – ჟორჟოლიანი

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელებმა გუშინ თვალში გაზის კაფსულა მოარტყეს, რეანიმაციულ კლინიკაში გადაიყვანეს და ის კომაშია – ინფორმაციას ამის შესახებ, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

“22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!!კომაშია!!

გუშინ, სპეცრაზმელებმა, თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა.

მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ.

ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!

ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!”, – წერს ის Facebook-ზე.