“ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ – ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?! რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო – ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო – შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!
მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს – სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო – რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო…
მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?!
ეს განცხადება, პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.