“არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, მაგრამ ძალიან მალე, სწრაფად,  ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის.

თუ რამეს ვხედავთ ჩვენ ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. რომ ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ის ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ  ძალიან მალე დადგება დრო, ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის. “

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, “ოცნების” თვითაღიარებული პარლამენტის შეკრების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.