ახალი თურქული დრონების, Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ავრცელებს. როგორც რეზნიკოვი აცხადებს, ევროპა უკრაინას აწვდის ყველაფერს რაც სჭირდება.
„უკრაინაში ახალი bayraktars -ი უკვე ჩამოვიდა და საბრძოლო მზადყოფნაშია. იქნება მეტი „სტინგერი“, მეტი „ჯაველინი. ჩვენ თავისუფალი სამყაროს ფრონტის ხაზზე ვართ “,- წერს რეზნიკოვი.