ვერტიკალი უნდა ჩამოვშალოთ და ბიძინა ივანიშვილი მარტო დავტოვოთ. მაგრამ, იცით, ამისთვის შემდეგი ეტაპი რა არის? ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, უნდა ვითხოვდეთ, მთავრობა გადადგეს – ველი მოსუფთავდეს და ახალი ცესკოთი, ახალი სუს-ით, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირებით იქნება დაკომპლექტებული – ამ ხალხმა და ასეთ გარემოში ჩატარდეს და რა თქმა უნდა, როცა ესენი წავლენ, ახალი არჩევნები ბუნებრივად ჩატარდება.

მე თვენახევრის წინაც ამას ვამბობდი, რომ მოდი, ბიძინა, ახალი არჩევნები ჩანიშნე და არჩევნები კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე, ეს აბსურდული მოთხოვნაა […] ეს მოთხოვნა შეიცვლება, სხვა გამოსავალი არაა. სიტუაცია მომწიფდება, მჯერა, რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც დარწმუნდებიან – გაზაფხული მოვა და ვნახავთ, რომ მთავრობის ცვლილება და ამ ფონზე ახალი არჩევნების ჩატარება იქნება მიზანი და არა ის, რომ უბრალოდ, ბიძინა, მანდ რომ ზიხარ, გინდა თუ არა, არჩევნები დანიშნე და რაღაც თარიღი დაასახელეო […] ცესკო თუ სისტემურად არ გამოიცვალა და ის, სუს-ი, სამართალდამცველები ბიძინა ივანიშვილისა და მისი თვითგამოცხადებული რეჟიმის ზეგავლენისგან თავისუფალი თუ არ გახდა, მაშინ, არანაირი არჩევნების ჩატარებას აპრიორი აზრი არ აქვს. ჯერ მთავრობა უნდა შეიცვალოს, გადადგეს და შემდეგ უკვე საქმე არჩევნებამდე მივა.

განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა Palitranews-თან.