“ჩვენ კამპანია დავიწყეთ ცოტა უცნაურად და ახირებულად. გვაქვს უცნაური ბანერები, სადაც გვიწერია კონკრეტული ურბანული პრობლემები. გვინდა, რომ ერთი მხრივ ქართული ოცნება, რომელი ლაჟვარდოვან ცაში დაფრინავს, ისინიც მიწაზე დაეშვან და ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია.
თბილისში და რეგიონებში, ქუთაისში, რუსთავში, აჭარაშიც გვეყოლება კანდიდატი, იქ, სადაც გვაქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური პოზიცია. გუნდის პრეზენტაცია სულ ცოტა ხანში, თბილისში შედგება. ჩვენ გვინდა ერთი რამ და ახალი სიმბოლოც კი ავარჩიეთ – კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი. გვინდა, რომ ყველას ტვინი გავუბურღოთ. მთელი 30 წელია პოლიტიკაში ყველაფერს ვაკეთებთ საქმის გარდა და იმიტომ არის ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის”
განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.