“ყველა პატიმრის ოჯახის წევრებმა, 50-50-მა და 300-300-მა კაცმა შიმშილობა რომ დაიწყოს, ვინც მეტი იშიმშილებს, ის უნდა გავათავისუფლოთ? ძალიან არასერიოზული გადაწყვეტილებაა, რომ მოდი, ახლა ვიშიმშილებ, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. რატომ აწვალებს თავის მხარდამჭერებს სააკაშვილი, ვერ ვხვდები, ახალი წელი მოდის, შე დალოცვილო, ასეთი სიცივეებია, შენ კი ხარ სითბოში და დაიწყე ჭამაც და სმაც, მაგრამ ამ ხალხს რატომ აწვალებ? როცა იცი, რომ ნულოვანი შედეგი გექნება. აქედან რა გამოვა იცით? ხალხი იწვალებს, ქართული ოცნება გაძლიერდება და სააკაშვილი დარჩება ციხეში. რას ნიშნავს, ჩემი გათავისუფლებისთვის იშიმშილეთ სუფთა სამართლებრივად?”
ასე ეხმიანება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მასობრივ საპროტესტო შიმშილობას.