“ახალი წელი რითი გავითენო?” – ხმაურია ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრეები გარეთ დახლების გახსნას და ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ. ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა გაშლილი დახლები მათ დაუშალეს და ასევე გააფრთხილეს თუ ვაჭრობას დაიწყებდნენ ისინი დაჯარიმდებოდნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიას 4 დღით ადრე მუშაობის უფლებას სთხოვენ.
“ჩვენ რა ვქნათ სად წავიდეთ ვალით ვიყიდე 300 ლარის საქონელი და ის ვალი რითი გავისტუმრო, ახალი წელი რითი გავითენო? მოლებმა გაინაღდონ თავისი გაყიდონ საქონელი, აიღონ მილიონები და ჩვენ დავრჩით 20-20 თეთრის ამარა” – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.