“ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა… ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – ზურაბიშვილი

“ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა… ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში, ოცნების რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და თავდასხმებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყელა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს.

ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები არიან პირდაპირ, ინსტრუქცია აქვთ ამისთვის, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ არიან გამოყენებული ამ ძალადობაში.

ის რაც მოხდა ამ ღამეს, გიორგი გახარიას მიმართ არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება, არვის მიმართ ძალადობა არ შეიძლება..[…] მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ დაგვაშინოს რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე ძალადობრივი რეჟიმის. ასე, რომ ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.