ახალი წლის ღამეს ქალაქ ბორჯომში დედამ შვილი მოკლა. ადგილობრივი მედიის, “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი 05:00 საათზე მივიდა, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მას ექსპერტიზა ახალციხის პროზექტურაში უტარდება.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება სსკ–ის 109 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობას გულისხმობს.