ახალციხეში, ურავლის გზაზე კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს და ავრცელებს ფოტოებს. კლდის ჩამოშლის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ურავლის გზა ახალციხის მუნიციპლიტეტის 7 სოფელს: ხეოთის, ურაველის, მუსხის, ახალშენს, წყორძას, ანდას, ანდრიაწმინდას აკავშირებს ახლაციხესთან.
“აი, ეს ხდება ახლა ურავლის გზაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ჯერ კიდევ 2019 წელს მოგმართეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 150-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერით. ამჯერად მსხვერპლის გარეშე გადავრჩით, იმედია, ამის შემდეგ მაინც მოაგვარებთ ამ საკითხს შესაბამისად!”- წერს მოქალაქე.