“ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა რჩევა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვურჩევდი ახლა ამ ნაბიჯის გადადგმას, გულახდილად გეტყვით. პრაგმატული თვალსაზრისით არ ვარ დარწმუნებული, მოიგებს თუ არა ამით იდეის ავტორი და საერთო საქმე, საქვეყნო საქმე. ამ წუთას საქვეყნო საქმე ჩემთვის გაიგივებულია, პრაქტიკულად, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის რეალიზებასთან. მე სხვა ალტერნატივას ვერც კი ვხედავ. თუ ეს ინიციატივა ვერ განხორციელდა, არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს”
ამბობს პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი მასობრივი შიმშილობის გამოცხადებაზე TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.