ახლა კომპლექსების დრო აღარ არის, პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისსმგებლობა უნდა აიღონ – ცოტნე კობერიძე

“ახლა კომპლექსების დრო აღარ არის, პოლიტიკოსებმა მეტი პასუხისსმგებლობა უნდა აიღონ”- “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი, ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ ახლა პოლიტიკურმა  ლიდერებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან სწორედ ახლა წყდება ქვეყანას პროდასავლური ან პრორუსული კურსის ექნება თუ არა. ამის შესახებ მან, “დღის სტუმარში” განაცხადა.

“პოლიტიკოსებმა ჩემი აზრით,  მეტი პასუხისსმგებლობა უნდა აიღონ, ახლა კომპლექსების დრო აღარ არის. ყველა ისარი უნდა მივმართოთ იქითკენ რომ აქ წყდება პრორუსული ან  პროდასავლური კურსი გვექნება თუ არა. ამ ნაწილში გვაღელვებს მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ როგორც ადამიანს რომ ამ ქვყეანაში ჩემს შვილს ვერ ვაცხოვრებ. ასე უნდა დავსვათ საკითხი. ხელისუფლების შეცვლა იმიტომ კი არ მინდა რომ ხელისუფლებაში მოვიდე არა, იმიტომ რომ სხვა შანსი აღარ არსებობს რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, ამ ქვეყანაში ხელისუფალი ვიყო კიარა, ჩემი შვილი დავტოვო ვასწავლო და განვანათლო. ამ აქციებზე როგორც პოლიტიკოსიც კი არ ვდგავარ, იმიტომ ვდგავარ რომ მაწუხებს.”- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.