“მე და ლევანს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი, უაღრესად ახლო მეგობრობის, ერთმანეთის ნათესაობის, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ძალიან ახლოს გავატარეთ, თუმცა პოლიტიკაში ჩემი და ლევანის შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული როგორც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საშინაო პოლიტიკასთან.
შესაბამისად, ლევანის პარტიის ამომრჩეველი მე არ ვარ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას გითხრათ, რა არის ლევანის პარტიის საბოლოო მიზნები. მე ლევანთან არ მისაუბრია, ასე რომ ვერ მოგიყვებით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მე ამ ტიპის პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩეველი არ ვარ და სხვა პოლიტიკურ მომავალს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის”, – თქვა მარგველაშვილმა.
ამბობს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერის” დამფუძნებელ ლევან ვასაძეზე. ვასაძე გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პუტინის პროპაგანდისტს, ალექსანდრ დუგინს მოსკოვში შეხვდა.