“ახლობლებს უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება “-განაცხადა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
“პოლიტიკოსისთვის ცინიზმი რამდენად მომგებიანია, არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება ამის გარეშე ძალიან ძნელია. მე ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ და ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს იციან. მაგალითებიც შემიძლია გითხრათ, რომ ვინმეს არ ეგონოს, ჩემი ცინიზმის მსხვერპლია უსამართლოდ. მე თვითონ ვარ ჩემივე ცინიზმის საგანი ხშირად და ვცდილობ, გარედან შევხედო საკუთარ თავს. ახლობლებს ბევრჯერ უსაყვედურიათ, ნუ იცი ხოლმე ასე შენი თავის დაცინვა და დაკნინება, არ ვარგაო იუმორის ნიჭი ბოძებული ნიჭია და მე ეს დიდად, ალბათ, არ მაქვს, მაგრამ ეს არის უფრო ცინიზმი. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ხუმრობა თუ ცინიზმი ადამიანებს მძიმე განცდებში არ აგდებს.”- განაცხადა თეა წულუკიანმა.