მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილს აგინა, შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
“მიხეილ სააკაშვილისგან წამოსვლის შემდეგ გავდიოდი ჩხრეკის სტანდატრულ პროცესს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიგინა მიხეილ სააკაშვილის მისამართით. კამერების თვალწინ. იქ არის დამონტაჟებული კამერები და იმყოფებოდა კიდევ ერთი თანამშრომელი. მივუთითე, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და არცერთი პატიმრის გინება და შეურაცხყოფის მიყენება, რომლის დაცვაც მას ევალება, იყო პრობლემა ვკითხე სახელი და გვარი და განმიცხადა უარი. მერე ვუთხარი, რომ გარეთ გამოსულიყო და საჯაროდ გაემეორებინა.
შემიყვანა ოთახში, სადაც მითხრა, რომ კამერები არ იყო და გაიმეორა გინება ჯერ მიხეილ სააკაშვილის მისამართით, რაზეც ვუთხარი რომ იყო უზრდელი რის შემდეგაც შეიგინა ჩემი მისამართით, რაზეც ვუპასუხე ასევე. ამის შემდეგ გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, შემდეგ დაბრუნდა ფიზიკური შეურაცხყოფის მოსაყენებლად, დამარტყა ხელი, რის შემდეგაც თანამშრომლებმა გაარიდეს”,– თქვა თუთბერიძემ.
მისივე განცხადებით, ბადრაგის სახელი და გვარი არავინ უთხრა, თუმცა ის პასუხს აუცილებლად აგებს.
“აი, ეგრე, ვაგინებ, გული შეგტკივა მიშაზე? ყველა პატიმარს არ ვაგინებ, მიშას ვაგინებ, რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია. რატომ, უნდა მიჩივლო? უზრდელი შენ ოჯახში მოიკითხე, იდი ნა*უი”,– ისმის აუდიოჩანაწერში ბადრაგის საუბარი, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა.