ბავშვების მუხლებზე დგომით დასჯის შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლაში ბავშვების მუხლებზე დაყენებით დასჯის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

მოსწავლეების დასჯასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, 2 ოქტომბერს აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. ბაირამოვას ცნობით, ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვები ამ ხერხით დასაჯა, მარნეულის საკრებულოს წევრი და ქართული ოცნების წარმომადგენელი, რახმან მუსაევია. მუსაევი პარალელურად მარნეულის საკრებულოს წევრია და ქართული ოცნებას წარმოადგენს.

ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო