რუსთავის ე.წ. ძველი ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. 30-მდე მოვაჭრე აცხადებს, რომ საღსრები ამოეწურათ, პროდუქტები გაუფუჭდათ, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
,,პროდუქტები გაგვიფუჭდა, უცებ დაკეტეს, ბაზარი და შიგნით აღარ შეგვიშვეს, პროდუქტებიც იქ არის დარჩენილი. გაგვიხსნან ბაზარი. არაფრის საშუალება არ გვაქვს. პური რით ვიყიდოთ”,- ამბობს ერთ-ერთი მოაჭრე.
მათი თქმით, ბაზარში არ არის ისეთი სიმჭიდროვე, რომ რეკომენდაციები ვერ დაიცვან.
,,იმხელა სივრცეა შიგნით, ღია სივრცეს ჯობია, შეგვიძლია ჩვენ მუშაობა. შექმნით პირობებს და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ”,- ამბობს ინფო რუსთავთან ერთ-ერთი მოვაჭრე.
დღეს აქცია იყო გლდანის ბაზართანაც. ისინიც ამბობენ, რომ პროდუქტი უფუჭდებათ და მთავრობას ბაზრის გახსნას თხოვენ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავ