ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. თავად, ირაკლი ჯინჭარაძე, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აჭარის ტელევიზიით გაიგო.
”ტელევიზით გავიგე. როგორ გაიგო ტელვიზიამ ჩემზე ადრე? – საინტერესოა ძალიან. მოგვიანებით კი ფინანასთა სამინისტროს აპარატის უფროსმა მაცნობა სიტყვიერად. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, იქ არის საუბარი ტექნიკურ შეცდომაზე და არა ქრთამის აღებაზე, ან რაიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე. ორი წელია ამ საქმეს ანტიკორუფციული სწავლობს და ისეთი არაფერი აღმოუჩენია” – ამბობს ჯინჭარაძე “ბთუმელებთან” საუბრისას.
ცნობისთვის, 30 მარტს ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა და სანაპიროს ნაწილის ერთ-ერთი სასტუმროსთვის იჯარით გადაცემა გააპროტესტა, რის შემდეგაც, საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამავე დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა.