ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.
აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის [ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია] გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ თამარ მატაშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა :”არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური, კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი მეთქი“.
აღნიშნულ განცხადებას, კი სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.