ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ, ბათუმელები ავრცელებს.
გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები.
“როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები”














