ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავეს – შსს

ფოტო : მირიან მელაძე

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსი ტურისტების და კრემლის პროპაგანდისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, 23 პირი დააკავეს.

მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ცნობისთვის 31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ორმაგი ჯებირები.