ბათუმში ავარიის ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. დაშავებულები კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.