ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ცოტახნის წინ დასრულდა. 30 დაკავებულიდან 26-ს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 2 გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა, ორის პროცესი კი გადაიდო.
საპროტესტო აქცია ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა გამართეს. წულუკიძის ძმის მტკიცებით, ისინი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს.
აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამდე არ შეწყდება, სანამ ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს არ გაათავისუფლებენ.