ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.