ბათუმში ოჯახი დააყაჩაღეს – დაშავებულია სახლის მეპატრონე

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ოჯახი გაქურდეს. ოჯახის განცხადებით, მძარცველი საცხოვრებელ სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მძარცველმა 51 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას თავისა და სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული.

შსს–ს განცხადებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.