ABC News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ უკრაინას ახლა F-16 თვითმფრინავები სჭირდება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უპასუხა: “არა, მას ახლა F-16-ები არ სჭირდება. ამ ეტაპზე მათ მიწოდებას გამოვრიცხავ”.
“ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რასაც ჩვენი გამოცდილი სამხედრო ფიქრობს, რომ მას სჭირდება. უკრაინას სჭირდება ტანკები, არტილერია, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემა”. – თქვა ბაიდენმა ინტერვიუში.