ჟენევის სამიტის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი სამომავლოდ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
“ჩვენ, აშშ-ს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს და რუსეთს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს საერთო მიზნების გარშემო, რათა უზრუნველყოფ პროგნოზირებადობა სტრატეგიულ სფეროებში, შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები და ბირთვული ომის საფრთხე.
ახალი START შეთანხმების გახანგრძლივება ასახავს ბირთვული იარაღის კონტროლის მიმართ ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.
ამ მიზნებთან შესაბამისად, აშშ და რუსეთი უახლოეს მომავალში ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ, ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება წინასწარგანზრახული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენი მიზანია, საფუძველი ჩავუყაროთ სამომავლოდ იარაღის კონტროლსა და შეიარაღების შემცირების ზომებს”,– წერია ერთობლივ განცხადებაში.