“მე და თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მეკითხებოდით – ვინ გვირჩევნია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის ბაიდენი უფრო სასურველია. და თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ის ახლა ამბობს, აბსოლუტურად მართალი ვარ. რადგანაც ეს არის ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ითქვა ჩემი მხრიდან. რატომ? რადგანაც მას არ შეუძლია მითხრას: “ვოლოდია, ყოჩაღ, მადლობა, ძალიან დამეხმარე”. გვესმის, რა ხდება იქ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი! და რაც ვთქვი, ჩვენი აუდიტორიისთვის ვთქვი და არა ამერიკულისთვის”,

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც მას “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე.