ბაიდენმა დემოკრატიის სამიტზე მიგვიწვია, ქალბატონი პრეზიდენტი წავა – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე ოფიციალური მოსაწვევი მიიღეს. მისი თქმით, სამიტზე სალომე ზურაბიშვილი წავა.

“თქვენ იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს”, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა POLITICO-სთვის დაწერილ დაწერილში ჯო ბაიდენს მოუწოდა, არ მიიწვიოს საქართველოს მთავრობა დემოკრატიის სამიტზე, რადგან ეს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაცია იქნება.