ბაიდენმა პუტინს დეესკალაციისკენ და დიპლომატიაში ჩართვისკენ მოუწოდა – თეთრი სახლი

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა მკაფიოდ აუხსნა პუტინს, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული, უკრაინაში შეჭრა და დეესკალაციასა და დაიპლომატიაში ჩართვისკენ მოუწოდა. ბაიდენმა ასევე გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება ამერიკა და მისი მოკავშირეები მტკიცე პასუხს გასცემენ.

“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრას განახორციელებს, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მძიმე გადასახადს დააკისრებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს მასობრივ ადამიანურ ტანჯვას და რუსეთის პოზიციებს დაასუსტებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრის დროს ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ამერიკა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.