ბაიდენმა სანქციები დაუწესა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შემქმნელებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სანქციები დაუწესა “ჩრილოეთის ნაკადი 2”-ის შემქნელებსა და მის კორპორატიულ ოფიცრებს. პროექტი რეგისტრირებულია შვეიცარიულ ფირმაზე, რომელიც რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა.

„ეს ნაბიჯები არის სანქციების ჩვენი საწყისი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც მე ნათლად განვაცხადე, ჩვენ არ მოვერიდებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას“, – აცხადებს ბაიდენი.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისთვის.

10 მილიარდი ევრო ღირებულების პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა და მას ჯერ არ მიუღია გერმანიის ხელისუფლების ავტორიზაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Nord Stream 2-ს “საშიში პოლიტიკური იარაღი” უწოდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროპა უნდა გადაეჩვიოს რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას. ჯო ბაიდენმა გუშინ პირობა დადო, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წავა.