ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.  ამის შესახებ, აიოვაში ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა დიქტატორი გენოციდს სხვა ქვეყანაში”.

“თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ”. – ამბობს ბაიდენი.