ბაკურიანში, კოხტა გორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამთა იაშაღაშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.