ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან საზღვარის 1000 კილომეტრიან მონაკვეთზე დაცვას აძლიერებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის შეჭრისთვის ემზადებიან და აღმოსავლეთის საზღვრების ათასკილომეტრიან მონაკვეთს აძლიერებენ, წერს The Times.

ეს არის სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე დაუცველი ნაწილი ნატოს ფლანგიდან, ეგრეთ წოდებული “ბალტიის თავდაცვის ხაზი”.

შენდება ბეტონის პირამიდები, თხრილები და 1000-ზე მეტი ბუნკერი. თითოეულს დაახლოებით 37 კვადრატული მეტრი ფართობი ექნება და 10-მდე ჯარისკაცს დაიტევს. გარდა ამისა, იქვე იქნება საბრძოლო მასალის საწყობები და სტრუქტურები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, თხრილები, მავთულხლართები და ბეტონის პირამიდები.