ბანკეტების, ექსკურსიების გამართვა აკრძალულია – როგორ უნდა ჩატარდეს ბოლო ზარი

განათლების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეებისთვის აკრძალულია ბანკეტები და ექსკურსიები, “ბოლო ზარს” კი მხოლოდ მე-12 კლასელები და მასწავლებლები უნდა დაესწრონ.

რეკომენდაციების თანახმად:

  • შესაძლებელია “ბოლო ზარის” ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
  • თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.
  • საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გასვლითი აქტივობები, ექსკურსიები, საზეიმო წვეულებები და ბანკეტები საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები სკოლებს უკვე გადაუგზავნეს.