ბარამიძე: რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

“ცნობილია ჩემი პოზიცია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში. არალეგიტიმური იყო 2020-ის არჩევნების შემდეგ, არალეგიტიმური იყო მთელი ამ 6 თვის განმავლობაში და იმის გამო, რომ რამდენიმე მცირე პარტია, ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, საპატივცემულო იყოს, მცდარად შევიდა ამ პარლამენტში, რაღაც იმედებით.

ამით, ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება. უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობა რომც შევიდეს, ამითაც ლეგიტიმური ვერ გახდება იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია არაა დამოკიდებული მრავალპარტიულობა-ერთპარტიულობაზე. ლეგიტიმაცია მოდის ხალხის ნებაზე. ხალხის ნებიდან გამომდინარე უმრავლესობაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება”, – ამბობს ბარამიძე.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უზურპირებულია, ამიტომ ეს პარლამენტი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ცნობისთვის, ენმ-ს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებენ.