ბარამიძემ დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, სავარაუდოდ, კლინიკაშია გადაყვანილი – პრესსამსახური

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო და გონება დაკარგა.ჯერ-ჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ბარამიძე, მათივე ცნობით, ის, სავარაუდოდ, პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა.

გიორგი ბარამიძის ენმ-ის ოფისის ტერიტორიიდან გაყვანის კადრებს, ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.