17 ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ ბარენცის ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით “ახალი მიწის“ სანაპიროებთან თევზმჭერი გემი “ონეგა“ ჩაიძირა. უბედურების ზონაში აღმოჩნდა გემი “ვოიკოვო“, რომელმაც ჩაძირული გემის ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლო. მათ მოყინვა აღენიშნებოდათ.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით გემი მაშინ ჩაიძირა, როცა ზღვიდან თევზით სავსე ბადე ამოჰქონდათ. უცნობი წყაროს ინფორმაციით მეზღვაურები გემბანიდან ტალღამ წაიღო. სამაშველო საშუალებების გამოყენება მათ ვერ მოასწრეს. დაკარგულთა ცოცხლად პოვნის შანსი წყლის მინუს 20–30 გრადუსი ტემპერატურის და ძლიერი ქარის პირობებში პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ინტერფაქსის ინფორმაციით 17 მეზღვაური დაიღუპა.
თევზსაჭერი გემი “ონეგა“ საზღვაო რეესტრის ღია მონაცემებით ნორვეგიაში 1979 წელს აშენდა. ბოლო ზღვაოსნობაში ის მურმანსკის პორტიდან გავიდა.