ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს – ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტვ “მთავარის” ეთერში ისაუბრა.
“მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა. ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცვას თავი.ისინი დაშორდნენ 2009 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე. თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ.
ბასილაშვილს გამოყოფილი აქვს ბავშვის ნახვის ორი დღე, ხუთშაბათი და შაბათი ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს.
როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევდა, ჩონგურით იარაღით თუ ჯოხით. ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, მუხლებზე პრობლემა აქვს ” – აცხადებს ირმა ჭკადუა.