23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ უცნობი პირი მის სახლში კარადაში რაღაცას ეძებდა.
“მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს, ფაქტობრივად, მედიკამენტებით, იმიტომ რომ მალ–მალე გული მიმდიოდა. აქ მყოფმა მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი, იქექებოდა იმ კარადაში. გაუკვირდათ, რას აკეთებ და ვინ ხარო. უთხრა, მეზობელი ვარო, ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, ჩვენ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთქო, ხოდა არ გცნობებივარ, მე არ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი, რას ეძებდა იქ, თუ რამეს აყენებდა. შეამჩნიეს იმ კარადასთან და შეიძლება მანადმე სხვა ადგილთანაც ჰქონდა მოქმედებები”,– ამბობს ბაჩალიაშვილის დედა ფორმულასთან ინტერვიუში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ის პირი იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
თამაზაშვილისვე თქმით, გამოძიება საქმის კურსშია, მაგრამ არავინ ინტერესდება.