ბაჩალიაშვილის საქმის პირველ გამომძიებელს “გააჩუმებენ, ან დააკავებენ”- ამბობს, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს.
“პროკურორმა მითხრა, ეს არის გამომძიებელმა რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია ჩემთვის რა აინტერესებთ, მითუმეტეს რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი. ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ, ან დააკავებენ მას” – ამბობს რამიშვილი