“ბახმუტი, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.
“ჩემი აზრით, ქალაქი აღარ არსებობს. გარკვეული ტერიტორია ნამდვილად არ ექვემდებარება აღდგენას. ოკუპანტებმა აბსოლუტურად გაანადგურეს, მთელი ქალაქი დაუსახლებელი გახადეს. ისინი იქ უზარმაზარ ზარალს განიცდიან” – ამბობს ბუდანოვი.