“ამავე დროს, როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე. გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? – საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა, რომ თუ სასამართლოს არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, ჩათვალე, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩვენ თანამემულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც, ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი”
თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე.