ბევრი ეჭვი არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ ზის დღეს სააკაშვილი ციხეში – კუბილიუსი

“ბევრი ეჭვი არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ ზის დღეს სააკაშვილი ციხეში” – ასცხადებს, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

“რადიო თავისუფლების” კითხვაზე : საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას მოითხოვს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ რამდენიმე დღის წინ ექიმთა ჯგუფის დასკვნაც გამოქვეყნდა. თუმცა, ჯერჯერობით, მის სადმე გადაყვანაზე საუბარი არ არის. რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე სააკაშვილთან დაკავშირებით?

ანდრიუს კუბილიუსი პასუხობს : ” სააკაშვილის ავადმყოფობა ერთი საკითხია… მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის საქართველოში სასამართლო სისტემა თავისუფალი პოლიტიკური ჩარევის ან გავლენებისგან. ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ ზის დღეს სააკაშვილი ციხეში. ბევრი კითხვა არსებობს პოლიტიკური კულტურის ჭრილშიც – თუ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს შევხედავთ, ვერ იპოვით ბევრ მაგალითს, რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ციხეში ჩაესვათ საეჭვო საფუძვლით”.