თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩილაიშვილის მანქანაში ბევრი წერილი აღმოჩნდა, რომელიც პატარა ფურცლებზე იყო დაწერილი და ანდერძივით დატოვებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
“ძალიან ბევრი პატარა წერილია, პატარა ფურცლებია, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, გამოიყენეთ ანაბარზე თანხა, ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, – აცხადებს რამიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, გარდაცვლილს ჩანთაში წამლის ორი ცარიელი ფირფიტა ჰქონდა.
„ორი ფირფიტა გახსნილია და ცარიელია და ჩანთაში დევს, სადაც რაღაცები იდება. პატარა ფირფიტებია. ზურგჩანთის მსგავსი იყო, შიგნით იყო კოსმეტიკური ჩანთა და იქ იდო ფირფიტები. როცა ადამიანი თვითმკვლელობას აპირებს, წამლის ფირფიტებს ყრის. რომელი წამლის ფირფიტები იყო, ვერ გეტყვით, ყველაფერი ილუქება ახლა და ექსპერტიზაზე იგზავნება“, – განაცხადა რამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წამლები ფსიქოტროპული არ იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.