ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს – თავდაცვის მინისტრი

“ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს ” – ამის შესახებ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

“ჩვენ მოვამზადეთ აღჭურვილობა, თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ატომური იარაღის ტარება, მივიღეთ თანამედროვე ისკანდერის კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინიანი რაკეტების გამოყენება. მომავალ კვირას რუსეთში შესაბამისი შენაერთის მომზადება დასრულდება და ის დაგვიბრუნდება… საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალას მხოლოდ ძალით ვუპასუხებთ. დასავლეთში სხვანაირად არ ესმით“- განაცხადა ხრენინმა.