ბელარუსი უკრაინის საზღვარზე სპეცრაზმს განათავსებს

ბელარუსი უკრაინის საზღვარზე სპეცრაზმის განთავსებს – ამის შესახებ, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა. მიზეზად გულებიჩი, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ თავიანთი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას ასახელებს.

„ბელარუსის სამხრეთით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიაზე სპეცრაზმი სამი ტაქტიკურ მიმართულებით განლაგდება“ – ამბობს ვიქტორ გულევიჩი.

ასევე მისი თქმით, “ბელარუსიისგან პასუხს მოითხოვს” საზვარზე, უკრაინის 20 000-იანი არმიის განთავსება.

“ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში საკრუიზო რაკეტების მატარებელი ჯგუფები გამოჩნდნენ, ხოლო საავიაციო ჯგუფი გაიზარდა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს ყველაფერი ბელარუსის რესპუბლიკის მზარდ საფრთხეზე მიუთითებს”, – თქვა გულევიჩმა.