ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა – ოლქში ბირთვული მარაგების ევაკუაცია მიმდინარეობს

მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ”კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი”  გამოაცხადა, რომელიც  სპეციალურ ზომებსა და დროებით შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაწყებული ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმებით და ორგანიზაციებისთვის მუშაობის უფლების შეჩერებით, რომლებიც ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს იყენებენ.

„ბელგოროდის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დღეიდან შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს. დაწყებული პიროვნების ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებით და დამთავრებული საშიში მრეწველობისა და ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით, რომლებიც იყენებენ ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს“, – აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი.

  • ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ბელგოროდის ოლქში მდებარე ბირთვული იარაღის საწყობებს, საბრძოლო მასალებისგან სასწრაფოდ ცლიან. 

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა ტელემარტონზე განაცხადა.

“ბელგოროდ-22-ის ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტის ევაკუაცია სასწრაფოდ მიმდინარეობს. ეს ადგილი გრაივორონსკის რაიონიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს”, – განაცხადა იუსოვმა.

განახლებადი ინფორმაცია:

16:55. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ გრეივორონში სამი ადამიანი დაშავდა: ორი მამაკაცი და ერთი ქალი ნამსხვრევების შედეგად დაიჭრნენ. გლადკოვმა ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა და სამი კერძო სახლი.

16:06. ბელგოროდის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაიონში “ედელვაისი“ აამოქმედა, უკრაინის სადაზვერვო დივერსიული ჯგუფის მოქმეების გამო. გეგმა ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პერსონალის მობილიზაციას ტერორისტული ხასიათის დანაშაულების აღსაკვეთად, იუწყება რუსული მედია.

ნახეთ ასევე :