დღეს, 12 ივლისს ბელორუსში ტერიტორიული ძალების სამეთაურო–საშტაბო სწავლებები დაიწყო უკრაინის საზღვართან, გომელის ოლქში. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
სწავლება 3 დღე, 14 ივლისამდე გაგრძელდება. მიზანი ოფიციალურად ტერიტორიული ძალების ნაწილების მეთაურების მზადყოფნის შემოწმებაა, სასწავლ–საბრძოლო დავალებები შეასრულონ, ასევე თადარიგის ოფიცრების უნარების შემოწმება, თუ რამდენად აქვთ მათ უნარი მართვის პუნქტებში იმუშაონ.
სწავლების დროს შემოწმდება ბელორუსის არმიის უნარი, სამხედრო მდგომარეობის დროს ტერიტორიული თავდაცვის ობიექტები დაიცვან და საკონტრლო–გამშვებ პუნქტებზე წარმატებით იმუშაონ.
როგორც ცნობილია, ბელორუსი რუსეთში კვლავ გზავნის საბრძოლო მასალებს, ატარებს ხანგრძლივ სამხედრო წვრთნებს უკრაინის საზღვართან. ქვეყანაში გამოცხადებულია სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვართან, მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში იწვევენ.
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე შეტევა დაიწყონ.